ფოლკლორული ფესტივალი ,,რაბათის გაზაფხული".
ციხე-სიმაგრის ისტორია IX ს-დან იწყება. XII ს-ში ციხე-სიმაგრე გაფართოვდა, აღდგა, ქალაქად იქცა და "ახალციხე" ეწოდა. XIIIს-დან, ციხე-ქალაქი ჯაყელების უმთავრეს რეზიდენციას და მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში განახლდა და რესტავრირდა მთლიანი კომპლექსი (10 ჰა. ფართობი), აღდგენილ იქნა ციხის გალავნები.