მუზეუმის შესახებ
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში განათლების, კულტურისა და მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი კერაა სამცხე-ჯავახეთში. იგი დაარსდა 1880-იან წლებში ადგილობრივი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ივანე გვარამაძის მიერ როგორც საოჯახო მუზეუმი. რომლის ბაზაზეც 1923 წელს შეიქმნა სამაზრო მუზეუმი, რამდენიმე წელში კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა.1972 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელი.
2012 წელს ციხის რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსანა თანამედროვე , საერთაშორისო სტანდარტების სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი.
მუზეუმის ექსპოზიციის განახლება უკავშირდება 2015-2016 წწ. ადიგენის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ორჭოსანში ჩატარებულ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის განთავსებას საგამოფენო სივრცეში.