გაცნობებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის" სამუშაო საათები განისაზღვრება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. პატივისცემით, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია
ციხე-სიმაგრის ისტორია IX ს-დან იწყება. XII ს-ში ციხე-სიმაგრე გაფართოვდა, აღდგა, ქალაქად იქცა და "ახალციხე" ეწოდა. XIIIს-დან, ციხე-ქალაქი ჯაყელების უმთავრეს რეზიდენციას და მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში განახლდა და რესტავრირდა მთლიანი კომპლექსი (10 ჰა. ფართობი), აღდგენილ იქნა ციხის გალავნები.