სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 1930 წელს დაარსდა როგორც მუზეუმ-არქივი. 1937 წელს იგი ადგილობრივ მუზეუმად გარდაიქმნა - არსებულ კოლექციას რეგიონის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალაც  შეურთდა. 2012 წლიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილს წარმოადგენს.

  სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დოკუმენტები. მუზეუმში წარმოდგენილია მესხეთის ისტორიის ამსახველი არქეოლოგიური, პალეოგრაფიული, პალეონტოლოგიური, ნუმიზმატიკური, ნარატიული და არქიტექტურული მასალა, რაც წარმოდგენას გვიქმნის მესხეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ლანდშაფტსა და გარემოზე, კულტურასა და რიტუალზე, სოციალური იერარქიის საწყისებზე, წარმართობასა და ქრისტიანობაზე, განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურასა და მწერლობაზე. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს ეთმობა. გამოფენას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გასდევს მესხეთის ტერიტორიაზე განვითარებული ისტორიული მოვლენების უწყვეტი ხაზი უძველესი დროიდან XX საუკუნემდე.

  დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეები  სარემონტო სამუშაოების გამო დაიხურება 2018 წლის 6 ივნისიდან 1 ივლისამდე.

 

სამუშაო საათები

სამშაბათი - კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.

ბილეთის ფასი: 2 ლარი

შესაბამისი დოკუმენტით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ახალციხე, ახალციხის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქუჩა
ტელ.: + (995 32) 299 71 76
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტაელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

 

Шаблон сайта скачали с JooMix.org